ბათუმში, 26 წლის მამაკაცმა დის ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში 1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აღიძრა, რაც თავისუფლების 7დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

