ადვოკატი ქასრაშვილი – “ჩხუბი დიჯეის გამო დაიწყო… ანას­თვის დაბადების დღე რომ არ ჩაგვეშალა, წა­ვე­დით ლის­ზე…”

ადვოკატი ქასრაშვილი - "ჩხუბი დიჯეის გამო დაიწყო... ანას­თვის დაბადების დღე რომ არ ჩაგვეშალა, წა­ვე­დით ლის­ზე..."19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის ად­ვო­კატ­მა მზია ქას­რაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი” ისა­უბ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა, რო­მე­ლიც მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა, მცხე­თა­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე პირ­ვე­ლად ნახა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

ქას­რაშ­ვი­ლი ყვე­ბა საქ­მის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს, რაც მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა უამ­ბო სა­ბე­დის­წე­რო ღა­მის შე­სა­ხებ:

“ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, როცა ჩვენ მი­ვე­დით, 4-6 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, იქ დაგ­ვხვდნენ სტუმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც არ ვიც­ნობ­დი­თო. ანუ, იმ გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც იყო. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მი­ვი­და ჯერ და შემ­დეგ უკვე მოჰ­ყვა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლიც მათ, იქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი.

როცა შე­ვე­დით, იქ უკვე მთვრა­ლე­ბი იყ­ვნე­ნო. ამ ჯგუფს შეყ­ვათ ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის დი­ჯეი და მთვრა­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან წა­მო­ვი­და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი – ბიჭო, დი­ჯეი და ა.შ. რად­გან ფხიზ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ეს “გა­ვუ­ტა­რე­თო”, მერე უკვე ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა და­ი­წყო იმ ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც დახ­ვდა ად­გილ­ზე ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს. ამა­ზე შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი­თო.

და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო დი­ჯე­ის გამო, აბუ­ჩად აიგ­დეს თით­ქოს… ამათ კი უპა­სუ­ხეს, ეს დი­ჯეი არ არის, უბ­რა­ლოდ, იცის დაკ­ვრა და ჩვენ რომ გავმხი­ა­რულ­დეთ, და­უკ­რავს, ამა­ში ცუდი რა არი­სო. არ აყვნენ მთვრა­ლებს, და­ი­წყეს გარ­თო­ბა, ცეკ­ვა და უცებ გა­ვი­გო­ნე გა­რეთ ხმა­უ­რი, ჩხუ­ბის ხმაო – მე­უბ­ნე­ბა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი. გა­რეთ გა­ვე­დით და ჩემს ძმა­კა­ცებს ეჩხუ­ბე­ბოდ­ნე­ნო, ეს ხდე­ბა აგა­რა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ცემა და ჩხუ­ბი იყო და დამ­თავ­რდა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში.

ამის შემ­დეგ, იმის­თვის რომ მთლად არ ჩაგ­ვე­შა­ლა და­ბა­დე­ბის დღე ანას­თვის, წა­ვე­დით ლის­ზე, რომ იქ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა წვე­უ­ლე­ბაო. შვი­დი კაცი ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბი დარ­ჩნენ და მათ შო­რის გი­ორ­გიც, ისი­ნი ეტყო­ბა ტაქსს ელოდ­ნენ, რომ წა­სუ­ლიყ­ვნენ ლის­ზე. შემ­დეგ უკვე რა მოხ­და, არ ვი­ცით” – ახ­მო­ვა­ნებს ად­ვო­კა­ტი მზია ქას­რაშ­ვი­ლი 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის ნა­ამ­ბობს.

ამბები