ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს – მაკრონის პარტია დამარცხდა

ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს - მაკრონის პარტია დამარცხდაწინასწარი შედეგების თანახმად, „სოციალისტური“ პარტიის წევრი ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიისთვის – „წინ რესპუბლიკა“ – წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის მარსელში, ლიონში, სტრასბურგსა და ბორდოში, „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატები ლიდერობენ.

„მწვანეების“ მხარდაჭერით სარგებლობდა პარიზის მერი ან იდალგოც.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 40% შეადგინა. მოქალაქეები მერებსა და მუნიციპალური საბჭოს წევრებს 5.000-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ირჩევდნენ. არჩევნების პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა, მეორე ტური კი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 28 ივნისამდე გადაიდო.

იპნ