ჩინეთში მდინარეში 8 ბავშვი დაიღუპა

ჩინეთში მდინარეში 8 ბავშვი დაიღუპაჩინეთში, მდინარეში ჩავარდნილი მეგობრის ამოყვანის მცდელობისას 7 მოზარდი დაიღუპა.

უბედური შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩუნცინთან ახლოს, ადგილობრივი დროით 4-ის ნახევარზე მოხდა.

დაღუპულები 10-დან 12 წლამდე ბავშვები არიან.მოხდა.

ბავშვები სიჩუანის პროვინციიდან ადგილობრივი დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეები მდინარე ფუძიანის სანაპიროზე, კაშხალთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა, დანარჩენები კი მის საშველად გადახტნენ, თუმცა ყველა მათგანი დაიღუპა.

მაშველებმა რვავე ბავშვის ცხედარი იპოვეს.

სამაშველო ოპერაციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.