“დამიმიზნეს ავტომატი, სახლში არავინ მიუშვეს” – ზუგდიდში დაკავების ახალი დეტალები

"დამიმიზნეს ავტომატი, სახლში არავინ მიუშვეს" - ზუგდიდში დაკავების ახალი დეტალებიზუგდიდში პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით მამაკაცი და მისი მეგობარი ქალი  დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.

პოლიციამ  ჩხრეკისას  ნივთმტკიცების სახით 3 ათას 500 დოლარი, ასევე საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ერთ ერთი დაკავებულის ბიძის სახლშიც, რომელიც დაკეტილია.

როგორც ოჯახის წევრი ამბობს, სპეცრაზმმა კარი შეამტვრია, ინვენტარი დააზიანა და ჩხრეკაზე დასწრების უფლება არავის მისცა.

“გატეხვის ხმა რომ გავიგეთ მე და ჩემი რძალი მოვედით, დამიმიზნეს ავტომატი, არ შემოხვიდეთ არაფერი საქმე არა გაქვთო, დავბრუნდით სახლში, ახლოს არავინ არ მიუშვეს” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
დაკავებულები წუხელ სამხარეო პოლიციაში დაკითხეს. დაკავებული პერტაიას დედის განმარტებით, მისი შვილი ნაცემია. მან შვილი სამხარეო პოლიციის შენობაში მაშინ ნახა, როცა დაკითხაზე იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი