დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა;
“ბავშვობის მეგობარი ვიპოვე ამ დიდ სივრცეში…სამი დღე ვალაგე ტექსტი, სამ დღეს ვიმტვრიე თითები – ასე მივწერ, არა ასე ჯობია, პირველად რა გავახსენო – სიმინდის ყანებში სირბილი თუ მდინარეში ყურყუმალაობა ?!
მოკლედ, ასე დავიწყებ – აუუ, რამდენი დღე გამოვტოვეთ…
ან პირდაპირ მივწერ – მიცანი ?!
(ნწუ, ასე არა, ასე ბანალურია…)
როგორც იქნა, მოვუყარე თავი ტექსტს და მივწერე.
სხვა დამხვდა, სულ სხვა, არაფერი ჰქონდა ბავშვობიდან გამოყოლილი.
მეგონა, გადაირეოდა სიხარულით, ათას რამეს გაიხსენებდა, ათას ხიმანდრობას ამოატივტივებდა გონებიდან.
არაფერიც.
უემოციო.
ცარიელი.
დაცლილი.
რას უშვება ცხოვრება ადამიანებს ?!
როდის გაიზარდა ასე ?!
და რატომ ?! 😔”
ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
“მეც აქ ვიპოვე მეგობარი, ჩემი თანაკლასელი და თანამერხელი. 6 წელი ერთ მერხზე ვიჯექით…
მეგონა, სიხარულით გაგიჟდებოდა, რომ “მნახა”, მაგრამ ყურადღება 0!
თითქოს და, სალაპარაკოც არაფერია, ამდენი წლის უერთმანეთობის მერე… 😪😢”
“მანდ სხვა მომენტია, ფიქრობენ ემანდ რამე არ მთხოვოსო. გამომიცდია ჩემს თავზე…”
“ეჰჰჰ რა ნაცნობი სიუჟეტია….” – წერენ ფეისბუქში.

