ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივაესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეექვსედ გახანგრძლივდა.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ესპანეთში შეზღუდვების მოხსნის ფონზე ხდება.

„ჩვენ ყველაზე საშინელი პანდემია გადავლახეთ“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

მისივე განმარტებით, უმკაცრესი შეზღუდვების დაწესებამ ვირუსის გავრცელების გაკონტროლების შესაძლებლობა განაპირობა.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 240.326 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 27.128 ადამიანი გარდაიცვალა.

იმედინიუსი