ესპანეთში საპენსიო მინიმუმის 1.084 ევრომდე გაზრდა მოითხოვეს

ესპანეთში საპენსიო მინიმუმის 1.084 ევრომდე გაზრდა მოითხოვესმადრიდის ცენტრში პარლამენტის შენობასთან ესპანელმა პენსიონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა მოაწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა საპენსიო მინიმუმის გაზრდა იყო. პენსიონერები ითხოვენ, რომ ესპანეთის მთავრობამ საპენსიო მინიმუმი 1.084 ევროთი განსაზღვროს.

როგორც ესპანეთის სოციალური დაცვისა და საპენსიო საკითხთა სამინისტრო ირწმუნება, ესპანეთში მაისში საშუალო თვიური პენსია 1.011 ევრო იყო, თუმცა დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პენსიების ნაწილი გაცილებით ნაკლებია.

„მე არ მაქვს კარგი სიტუაცია. ჩემი შვილი უმუშევარია და უზარმაზარ დეპრესიას განიცდის. მე 600 ევროს გამოვიმუშავებ და სულ ეს არის“, – აცხადებს პენსიონერი კარმენ სანჩესი.

პენსიონერებმა აქციაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვაც მოითხოვეს და კორონავირუსთან გამკლავებისას ადგილობრივი მთავრობის ნაბიჯები გააპროტესტეს.

იპნ