გიგა ბოკერია – “დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნები”

გიგა ბოკერია - "დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნები"დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს.

„წინა შედეგებიდან გამომდინარე, ხონში გვაქვს ძლიერი შედეგები, ასევე თერჯოლაში. ვაკეთებთ საარჩევნო რუკას, სადაც ეს ყველაფერი ჩანს.

გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტივები შევიდეს შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ.

თუმცა გპირდებით, რომ შემდეგ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილები. გეტყვით იმასაც, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.