გიორგი ახვლედიანმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

გიორგი ახვლედიანმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვაგიორგი ახვლედიანმა პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა.

მისი განცხადებით, ამის მიზეზი  ტელოკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული რეპორტაჟია.

„მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია „ტვ პირველში“ გასულ სიუჟეტს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ ე.წ. გარე სპიკერი. ეს ტყუილია და არ შეიძლება სენსაციისა და რეიტინგის გამო გამოიგონო ამბავი და მოიტყუო. კარგად ვხვდები, რომ ამ სიბინძურის ერთადერთი ადრესატი არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ. რამდენიმე თვე რჩება არჩევნებამდე. წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად დაწყებულია და ძალიან ადვილია ამ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს მუდმივად ამ ამბის წამოძახება და ბრალდების სახითაც შეიძლება წაუყენონ ეს სრული აბსურდი ამ პოლიტიკურ პარტიას. არ ვაპირებ, ჩემი პარტია მუდმივად უარყოფის პროცესში ჩავრთო ამ წინასაარჩევნოდ. ამიტომ, მივიღე ჩემი აზრით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია და ყველაფერ ამას ავაცილო ჩემი პარტია, რომლის წარმატებისა და კეთილდღეობისთვის ბევრი გავაკეთე“, – განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს.

პირველი არხი