გიორგი გაბუნია – “ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ, პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა”

გიორგი გაბუნია - "ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ, პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა"ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, დამოკიდებულება არ შეცვლია და პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა
გაბუნიას თქმით, ის ვერ შეიცვლება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქე.
“მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, არანაირი ბოდიშის მოხდას, რაც ვთქვი პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა, ჩემში ვერაფერს ვერ შევცვლი, აქ სახელმწიფომდე მიდის საქმე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.