გლდანის ხევში, სადარბაზოსთან, ახალშობილის ცხედარი იპოვეს – 17 წლის დედა პოლიციამ დაკითხა

გლდანის ხევში, სადარბაზოსთან, ახალშობილის ცხედარი იპოვეს - 17 წლის დედა პოლიციამ დაკითხაგლდანის ხევის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან, ჩვილის ცხედარი იპოვეს – შემთხვევა დღეს დილას მოხდა. დაღუპული ახალშობილი მეზობლებმა იპოვეს, მედიკოსებს ჩვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

დადგენილია ბავშვის დედის ვინაობა. სამართალდამცველებმა 17 წლის მოზარდი საკუთარი სახლიდან გამოსაკითხად წაიყვანეს და იგი უკვე სახლში იმყოფება.

მეზობლები ამბობენ, რომ 17 წლის მოზარდი არაფერ შუაშია და დანაშაული მისი ბრალი არ ყოფილა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით არის აღძრული, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ მალევე გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.