გორში, ხიდისთავში, მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა

გორში, ხიდისთავში, მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ავტომანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა სასოფლო გზაზე მოხდა.

გორმედის ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმებით მიიყვანეს.

,,აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების დაჟეჟილობა, დაზიანება თავის არეში, თერმული დამწვრობა ბეჭების მიდამოში. 6 წლის პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური
კვლევები, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უმოკლეს დროში მოხდება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც გააგრძელებს მკურნალობას”, – განაცხადა ლექსო ხეთაგურმა.

ქართლი