გორში ნაციონალების ოფისი დაარბიეს – თავდამსხმელს “ოცნების” მაისური ეცვა

გორში ნაციონალების ოფისი დაარბიეს - თავდამსხმელს "ოცნების" მაისური ეცვაგორში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს.

შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობი პირი ოფისში ქვებით შევარდა, დაამტვრია  ტექნიკა და ჩაამსხვრია მინები. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელს “ქართული ოცნების” მაისური ეცვა.

მოგვიანებით პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“რომ ყოფილიყო ვინმე ოფისში, აუცილებლად მიიღებდა ჯანმრთელობის დაზიანებას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ქვებია შიგნით ნასროლი,”- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ვასილისა ჯაბახიძე

მთავარი