გუბაზ სანიკიძე – “ბიძინა 3 დღე მეხვეწებოდა, კენჭი იყარეო, 2012-ის არჩევნები მას არ მოუგია” – ვიდეო

გუბაზ სანიკიძე - "ბიძინა 3 დღე მეხვეწებოდა, კენჭი იყარეო, 2012-ის არჩევნები მას არ მოუგია" - ვიდეოოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ის რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი სამი დღე ეხვეწებოდა – კენჭი იყარეო.

როგორც სანიკიძის საუბრით ირკვევა, ის ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობაზე დიდი ხვეწნის შემდეგ დაითანხმა.

„მე რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ფრონტის ხაზზე ვიდექი…4 თვე „ეროვნულ ფორუმს“ არ ეკონტაქტებოდა და მერე მიხვდა, რომ „ფორუმის“ გარეშე ვერ მოიგებდა. სამი დღე მეხვეწებოდა – ქუთაისში წადი, კენჭი იყარეო.

ბიძინას არ მოუგია არჩევნები 2012 წელს. კოალიციამ მოიგო“, – ამბობს სანიკიძე ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

პრაიმ ტაიმი