გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მეორე კაცი ყელშია დაჭრილი

გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მეორე კაცი ყელშია დაჭრილიგურჯაანში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა,ხოლო ერთი ყელის არეშია დაჭრილი. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა, რასაც ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

ადგილობრივების თქმით,რამდენჯერმე სროლის ხმა გაიგეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი. ერთი ​საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.

გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის” დირექტორის გელა ორველაშვილის განცხადებით,დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 30 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“, – განაცხადა ორველაშვილმა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

იპნ