ინგლისში მამაკაცმა 3 ადამიანი დანით მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა

ინგლისში მამაკაცმა 3 ადამიანი დანით მოკლა, რამდენიმე კი დაჭრაინგლისის ქალაქ რედინგში 20 ივნისს დანით თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, სამი კი გარდაიცვალა – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიდევ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ერთი მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველები მომხდარს ჯერ-ჯერობით შემთხვევით თავდასხმად განიხილავენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Sky News იტყობინება, რომ შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც მანამდე რამდენიმე საათით ადრე ანტირასისტული მოძრაობის აქცია ლოზუნგით – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ გაიმართა. თუმცა მომხდარს ამ ეტაპზე აქციას არ უკავშირებენ.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელიმ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მომხდარის შესახებ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ქალაქის ცენტრში გადაადგილებას მოერიდონ.

იპნ