ისანში, ჯანელიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი 52 წლის გარიკ გევორქიანია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 55 წლის ცოლაკ აივაზიანი.
ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ კონფლიქტს უკავშირდება. ასევე, მოკლულის და ეჭვმიტანილის ოჯახები ერთმანეთთან ახლობლობდნენ.
ისანში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცოლაკ აივაზიანი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

