ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმდა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმდამინესოტას შტატის გუბერნატორის, ემი კლობუშარის განცხადებით, შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს.

„მინესოტას გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა დერეკ შოვინს ბრალი შეუცვალა. მას ახლა ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება. ასევე ბრალი წაუყენეს სამ სხვა ოფიცერს, ეს სამართლიანობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა გუბერნატორმა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

იმედინიუსი