კადიროვი – “გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს!”

კადიროვი - "გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს!"ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამ კანალში გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში მის დადანაშაულებას.

“ისინი ამბობენ, რომ დაიჭირეს მკვლელი, რომელიც კადიროვის დავალებით აპირებდა ქართველი ვაი-ჟურნალისტის მოკვლას. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ასრულებს ჩემს დავალებას, ის მას ბოლომდე ასრულებს და თუ დავალება უხმაუროდაა შესასრულებელი, ვერავინ, მით უფრო, ჩამყაყებული საქართველო და უკრაინა, ამის შესახებ ვერ გაიგებს.

თქვენს ყბედს კი, რომელიც თავს ჟურნალისტად ასაღებს, ისედაც ცოცხალ-მკვდარს, განდიდების მანია აწუხებს, ყველა სერიოზული მედიასაშუალება მას პანღურით აგდებს თავისი რედაქციებიდან.

მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის, თუ როგორ მიაყენა შეურაცხყოფა მან ჩვენს სახელმწიფოს, ანუ პირადად მეც. ადრეც ვამბობდი, რომ გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დაიჩოქოს და ითხოვოს შეწყალება, მოიხადოს ბოდიში იმისთვის, რაც გააკეთა. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ ყველა რუსს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ პიროვნების გამოსასწორებლად. მას კი ვურჩევ, გამოიტანოს სწორი დასკვნები და მოუხმოს ჭკუას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩემს მტრად დარჩება” – დაწერა რამზან კადიროვმა.