ხობში, ნოჯიხევის ეკლესიასთან, მანქანა ხეს შეასკდა – 2 ახალგაზრდა დაიღუპა

ხობში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “კურიერის” ინფორმაციით, ნოჯიხევის ეკლესიასთან ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა, ხეს შეეჯახა.

მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.