კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – 2 ადამიანი დაიღუპა

კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - 2 ადამიანი დაიღუპაკიევში დარნიცკის რაიონში, გრიგორენკოს ქუჩა #41-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო. შემთხვევა ცხრა სართულიან კორპუსში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ სახლის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება როგორც ბუნებრივი გაზის აფეთქება, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება.

აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლაი ჩიჩოტკინის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიცია ყველა ვერსიას განიხილავს. მისი თქმით, აფეთქება კორპუსის მე-6, მე-7 და მე-8 სართულებზე მოხდა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 2 ადამიანი, პოლიცია კი 1 გარდაცვლილის შესახებ იუწყება, ნანგრევებიდან ამოყვანილია 3 ადამიანი, მიმდინარეობს კიდევ 3 ადამიანის ძებნა.

21 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

იპნ