კიკე სეტიენი: “ლეგანესთან რთული შეხვედრა გამოდგა“

კიკე სეტიენი: “ლეგანესთან რთული შეხვედრა გამოდგა“ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ლეგანესთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ ეს მატჩი მისი გუნდისთვის საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან მეტოქე თავს კარგად იცავდა. სეტიენის აზრით ბარსელონა იდეალური ფორმისგან ჯერ შორს არის, თუმცა ისინი მუშაობას აგრძელებენ:

“ბურთთან ჯერ ისე კარგად ვერ ვმუშაობთ როგორც საჭიროა, ამიტომ სივრცეების პოვნა გვიჭირდა, თან მეტოქე თავს კარგად იცავდა. ანსუ ფატიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მისი იმედი ყოველთვის გვაქვს. მომავალში ის კიდევ უფრო ხშირად ითამაშებს“.