კიკე სეტიენი: “მესი კარგ ფორმაშია“

კიკე სეტიენი: “მესი კარგ ფორმაშია“ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა რომ მისი გუნდი მზად არის სეზონის განახლებისთვის და ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია. სეტიენმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა და თქვა რომ არგენტინელი ვარსკვლავიც თითქმის ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება:

“მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მას მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მან ეს ტრავმა უკვე მოიშუშა. სავარაუდოდ ლეო მალიორკას წინააღმდეგ ითამაშებს, მაგრამ წინასწარ საუბარი არ მსურს“. მალიორკასთან შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება და სამი თვის მანძილზე ბარსელონასთვის ეს პირველი მატჩი იქნება.