კონტე – “ინფიცირებათა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პირბადე მაინც უნდა ვატაროთ”

კონტე - "ინფიცირებათა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პირბადე მაინც უნდა ვატაროთ"იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა.

„4 მაისიდან წარმოება გავხსენით და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მონაცემები იმედის მომცემია. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და შემცირებას განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით. ახლა ჩვენ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადავლახეთ, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მწვავე მომენტი დაიწყო“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.

ჯუზეპე კონტემ ასევე აღნიშნა, რომ ქარაფშუტობაა იმაზე საუბარი, რომ ვირუსი გაქრა.

„ვირუსი არ გამქრალა მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირების შენარჩუნება და პირბადის ტარება“, – დასძინა მან.

იმედინიუსი