მარნეულში მტკვარში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში მტკვარში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვესმაშველებმა მარნეულში, მდინარე მტკვარში, სამი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში და სანაპიროზე სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართულები იყვნენ მაშველები და მყვინთავები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.