“მე მარტო ერთს დავარტყიო…” – რას ჰყვება შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ბებია

"მე მარტო ერთს დავარტყიო..." - რას ჰყვება შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ბებია19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი სპორტსმენის, თენგო ბარბაქაძის ბებია “მთავარ არხთან” საუბრისას ჰყვება, რომ მის შვილიშვილს ინციდენტში მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა შაქარაშვილს არ იცნობდა.

“გუშინ ჰყავდათ დაკითხვაზე. ადვოკატიც იქ იყო და რავიცი, არაფერი არ არიო. ადვოკატმა ასე გვითხრა, ეს საერთოდ არ ჩანს ამ ბიჭთანო და თენგოც ამბობდა მე მაგ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობო. მარტო ის თქვა, მე მარტო ერთს დავარტყიო, თმებით მითრია და მათრია ისეო. მეტი არაფერი უთქვამს”, – ამბობს ბარბაქაძის ბებია.

ნიუპოსტი