მოსკოვის გამზირზე გაბუნიას საქმეზე სპეცოპერაცია ტარდება – დაკავებულია 1 პირი

მოსკოვის გამზირზე გაბუნიას საქმეზე სპეცოპერაცია ტარდება - დაკავებულია 1 პირიმოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია ტარდება.

“რუსთავის 2-ის” ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და იქ არსებულ ერთ-ერთ საწყობში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ასევე, დაკავებულია ერთი პირი. ადგილზე  მუშაობენ კინოლოგებიც.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “რუსთავი 2 -თან” სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.