ნიკა მელია: გიგა ბოკერია კონკურენტია, არაფერი გვაქვს საერთო გარდა იმისა, რომ ოლიგარქია მოსაშორებელი 

ნიკა მელია: გიგა ბოკერია კონკურენტია, არაფერი გვაქვს საერთო გარდა იმისა, რომ ოლიგარქია მოსაშორებელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ იმ ნაბიჯზე ისაუბრა რომელიც პარტიის მხრიდან თბილისში ორი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ეხება.
ნიკა მელიამ, გიგა ბოკერიაზე, როგორც კონკურენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ახლა განსხვავებულ პოლიტიკას აკეთებენ.

“გიგა ბოკერიას სჩვევია ბუნდოვანი პასუხები. გიგა ბოკერია არის კონკურენტი ჩვენი, ანუ, ის თვლის ასე. მე სხვა პოლიტიკას ვაკეთებ, ვიდრე ის და ის ფიქრობს, რომ სხვა პოლიტიკას აკეთებს სხვანაირად, ვიდრე მე. არაფერი ჩვენ საერთო, ახლა გარდა იმისა, რომ ოლიგარქი არის მოსაშორებელი ამ ქვეყნის სადავეებიდან, არ გვაქვს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, გავხსენით გზა შესაძლებლობების, იგივე გიგა ბოკერიას.

ცნობისთვის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობს. 2 ოლქში კი – გლდანსა და სამგორში, პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება.

აიპრესი