ნიკოლოზ ბასილაშვილზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გაუქმდა

ნიკოლოზ ბასილაშვილზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გაუქმდაჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, გუშინ გაუქმდა.

ორდერის გაუქმების მიუხედავად ჩოგბურთელს შვილთან და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება კვლავ ეკრძალება.

„პრაიმტაიმთან“ მიზეზს, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი ანა აბაშიძე განმარტავს:

„ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ ბრალდებული და შემაკავებელი ორდერის გაუქმების მიუხედავად, მას სასამართლოს განჩინებით აკრძალული აქვს მიახლოება, როგორც შვილთან, ისე ნელი დოროყაშვილთან.

თუ ის გადაწყვეტს ამ განჩინების დარღვევას, ამაზე იქნება სამართლებრივი პასუხი. ამრიგად, მას განჩინება უკრძალავს ფიზიკურ კონტაქტს.

ცხადია, ორდერი უფრო მეტი დაცულობის გარანტიას იძლევა, მათ შორის კომუნიკაციის გზებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ვინმეს აზრად მოუვა რაიმე სამართალდარღვევის ჩადენა, გარწმუნებთ, ასეთი ორდერები კვლავ გამოიცემა“, – ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. წინასწარი პატიმრობიდან სასამართლომ ის 100.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პრაიმ ტაიმი