ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდასერბ ჩოგბურთის ლეგენდას ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ჯოკოვიჩმა დაადასტურა. ნოვაკის გარდა ვირუსი გრიგორ დიმიტროვს და ვიქტორ ტროიცკის დაუდასტურდათ, რომლებიც ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ ამხანაგურ ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვირუსი აქვს ჯოკოვიჩის ცოლსაც, ხოლო მის ბავშვებს არა. ნოვაკმა ბოდიში მოუხადა თავის კოლეგებს და იმედი გამოთქვა რომ ვირუსი მათთვის საშიში არ იქნება. სერბი ჩოგბურთელი ამჟამად სამშობლოში იმყოფება.