ოზურგეთში მანქანამ 60 წლის ქალი გაიტანა და მოკლა

ოზურგეთში მანქანამ 60 წლის ქალი გაიტანა და მოკლაოზურ­გეთ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 60 წლამ­დე ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

გურიის მოამბის ცნობით, ავარია პეტრიწის ქუჩაზე მოხდა. მანქანა ქუჩის კუთხეში მდგარ ქალს დაეჯახა. ქალი დაიღუპა, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არიან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.