ოზურგეთში “ოცნების” აქტივისტი და მერიის თანამშრომელი ნარკოტიკებზე დააკავეს

ოზურგეთში "ოცნების" აქტივისტი და მერიის თანამშრომელი ნარკოტიკებზე დააკავესოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი და “ქართული ოცნების” აქტივისტი გ.თ. ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელია.

“კურიერის” ინფორმაციით, არჩევნების დროს ის ოზურგეთის ერთ-ერთი დიდი ზონის, ზვანის უბნის უფროსი იყო. ადგილობრივ ხელისუფლებასა და “ქართული ოცნების” ოფისში აღნიშნულ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ამბობენ, რომ ინფორმაცია პრესის საშუალებით შეიტყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში ორი დღის წინ ერთი პირი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქმე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.