ქუთაისში ბიზნესმენ გელა თოფურიას მეეზოვის ახლობლებმა ესროლეს

ქუთაისში ბიზნესმენ გელა თოფურიას მეეზოვის ახლობლებმა ესროლესსროლა ქუთაისის ცენტრში – არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

თვითმხილველების თქმით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, როდესაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და სავარაუდოდ გასროლა მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ შესულა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მომხდარზე არც გამოძიება დაწყებულა.

რუსთავი 2