რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა სიტიდან წავიდეს

რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა სიტიდან წავიდესმანჩესტერ სიტის შემტევი რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა გუნდიდან წავიდეს, თუ სიტის ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს, რომელიც შემდეგი სეზონიდან ამოქმედდება. სტერლინგის ყიდვა მადრიდის რეალს სურდა, მაგრამ რაჰიმის სატრანსფერო ფასი 100 მილიონს აღემატება და შესაძლოა რეალი ამ თანხას ვერ გაწვდეს, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო.

გარდა ამისა, თვითონ სტერლინგს ინგლისში დარჩენა სურს. მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ მას სტერლინგის წასვლა არ სურს და ყველაფერს გააკეთებს რომ ასე არ მოხდეს.