რუსმა კოლეგამ მითხრა, მაგ კაცს კადიროვი მოკლავსო – ექსპერტი ჟურნალისტ გაბუნიაზე

რუსმა კოლეგამ მითხრა, მაგ კაცს კადიროვი მოკლავსო - ექსპერტი ჟურნალისტ გაბუნიაზე“შარშან გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, რუსმა კოლეგამ მითხრა, მაგ კაცს კადიროვი მოკლავსო,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი დაახლოებული პირების მხრიდან შურისძიება მოსალოდნელი იყო. „ის იყო ერთ-ერთი ჩემი რუსი კოლეგა. უბრალოდ, თავის ლოგიკური დასკვნა გამიზიარა.

ასე მარტივად ეგეთი რაღაცეები არ მთავრდებაო“, – ამბობს შარაშენიძე. უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი ბათუ ქუთელია კი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქმის გამოძიებაში უცხოელი სპციალისტების ჩართვისკენ მოუწოდებს.

„ეს ფაქტი უფრო მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული შესაძლო კრიმინალური ქმედება, იმიტომ, რომ სახეზე გვაქვს უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ანალოგიური ქმედებები არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპის მრავალ დედაქალაქში.

ვიცით, რომ ასეთ მეთოდებს რუსეთი მიმართავს როდესაც უნდა შიდა პოლიტიკური არეულობა და დესტაბილიზაცია.

მნიშნელოვანი იქნება ამაზე გახსნილი პროცესის წარმოება.

ვურჩევდი საქართველოს მთავრობას, რომ ამ პროცესშ ჩართოს აშშ-ს სპეცსამსახურები, გერმანიის სპეცსამსახურები, ბრიტანეთის სპეცსამსახურები“, – განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ.