ქართული მაფიის წინააღმდეგ საბერძნეთის ციხეში სპეცოპერაცია ჩატარდა

ქართული მაფიის წინააღმდეგ საბერძნეთის ციხეში სპეცოპერაცია ჩატარდამასშტაბური სპეცოპერაცია ნეგრიტის ციხეში – საბერძნეთის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ციხის უფროსი და უსაფრთხოების რეჟიმის ინსპექტორი.

მიზეზი  ე.წ. ქართული მაფიის წევრები არიან, რომლებიც ციხეში განსაკუთრებულ პირობებში და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ბერძენ სამართალდამცველებს საკნებში თანამედროვე ტელევიზორები, ორკამერიანი მაცივრები, კონდიციონერები, მობილური ტელეფონები, სპორტული ტრენაჟორები, ღვინის ბოთლები და მწვადის შესაწვავი მოწყობილობაც კი დახვდათ.  ე.წ. ქართული მაფიის საკნებიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებებიც.

გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებული პრივილეგიებით  30 პატიმარი სარგებლობდა, მათ შორის 19 ე.წ. ქართული მაფიის წევრია.

მთავარი არხი