საგარეჯოში 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა და დაიღუპა

საგარეჯოში 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა და დაიღუპაკახეთში, საგარეჯოში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლის ქალი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვერხვიანში იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა. მას სავარაუდოდ, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.

მისი დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.