სროლა ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან – არიან დაჭრილები

სროლა ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან - არიან დაჭრილები1 საათის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, სროლა იყო.

სროლა, სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცებმა ჩხუბის დროს გაისროლეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი.

დაიჭრა თუ არა ვინმე, მეზობლები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, “კურიერის” ინფორმაციით, დაჭრილები არიან.

შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.

რუსთავი 2