თორნიკე შენგელია – “ცსკაზე ვერაფერს ვიტყვი, ამჟამად მხოლოდ ბასკონიაზე ვფიქრობ”

თორნიკე შენგელია - "ცსკაზე ვერაფერს ვიტყვი, ამჟამად მხოლოდ ბასკონიაზე ვფიქრობ"დღეს 17 ივნისს თორნიკე შენგელიას “ბასკონია” კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ACB ლიგაში პირველ მატჩს ატარებს, “ბასკონია” “ბილბაოს” დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ქართველ ლეგიონერს ჟურნალისტებმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” კაპიტანმა ​ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ესპანურ მედიასთან თორნიკე შენგელიამ ეს არ დაადასტურა.

“ცსკა-სთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. ამჟამად “ბასკონიასთან” ორ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და 100%-ით მთლიანად გუნდის წარმატებაზე და ამ ტურნირში კონკურენციასა და გამარჯვებაზე ვარ კონცენტრირებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ,” – აცხადებს თორნიკე შენგელია.