თურქეთში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდათურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (AFAD) თანახმად, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრა მარმარისის მახლობლად, მუღლას პროვინციაში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იზმირში, ანტალიასა და მის მიმდებარე პროვინციებში.

მუღლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

იპნ