ტიკარაძე – “გახარია არსად მიდის”

ტიკარაძე - "გახარია არსად მიდის"მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს.

„მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს.

იპნ