ზიდანი: “ჩემპიონობამდე ჯერ შორია“

ზიდანი: “ჩემპიონობამდე ჯერ შორია“მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ესპანიოლთან გამარჯვების შემდეგ რეალის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა და თქვა რომ ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის, მიუხედავად იმისა რომ რეალი სატურნირო ცხრილს 2 ქულით ლიდერობს. ზიდანის აზრით ყველა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება:

“მიხარია რომ ლიდერები ვართ, მაგრამ წინ კიდევ არის თამაშები და ყველა ქულა გადამწყვეტია. თუ კონცენტრაციას არ დავკარგავთ, მაშინ ჩემპიონობის კარგი შანსები გვაქვს. ყველაფერი ჩვენს ხელშია და თუ ვერ მოვიგეთ, მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება“.