ზინედინ ზიდანი: “თამაშით კმაყოფილი დავრჩი“

ზინედინ ზიდანი: “თამაშით კმაყოფილი დავრჩი“მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ ის ეიბართან მატჩით ძალიან კმაყოფილია და სურს რომ მისმა გუნდმა ასე გააგრძელოს მომავალშიც. რეალმა ეიბარი საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია რომ სამივე გოლი მადრიდელებმა შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანეს:

“ვაღიარებ რომ პირველი ნახევარი უკეთესი გამოგვივიდა, ვიდრე მეორე, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. მომავალ შეხვედრებში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ყველა ქულა მნიშვნელოვანია“.