იტალიაში, კარაბინერებმა დააკავეს 25 წლის მამაკცი, რომელიც პლაჟზე მყოფ ხალხს 2 წლის ბავშვთან სექსს სთავაზობდა თანხის ფასად.
“ახალგაზრდა მამაკაცმა მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან სექსში, რომელიც ხელში ეკავა. გთხოვთ, იპოვეთ და დააკავეთ” – ასეთი შეტყობინება შევიდა პოლიციაში ტურისტისგან.
შემთხვევა რომთან ახლოს, ოსტიაში, ამერიგო ვესპუჩის სანაპიროზე მოხდა. დამნაშავე მალევე დააკავეს. ის წარმოშობით რუმინელი აღმოჩნდა.
დაკავებისას ხელში ეკავა 2 წლის ქერა ბავშვი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვი მოტაცებულია. პატარას გაუწყლოების ნიშნები აქვს.
“არც ლაპარაკობს, არც ტირის, მხოლოდ წყალი დალია” – ნათქვამია ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში კარაბინერთა გვერდზე გავრცელდა.