ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს9 ივლისს ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრთან 17 წლის ბიჭი დაჭრეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში.

როგორც კლინიკაში გვითხრეს, დაჭრილი საავადმყოფოში შეიყვანეს მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობებით.

პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„17 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით შემოიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება ოპერაცია”,- აცხადებენ კლინიკაში.