ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი თავში დაჭრეს

ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი თავში დაჭრესადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი კომატოზურ მდგომარეობაში თემქაზე “ჯერარსის” კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმები აცხადებენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის საქმის დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი