აღმაშენებლის ხეივანში 2 მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ – 4 ადამიანი დაშავდა

აღმაშენებლის ხეივანში 2 მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ - 4 ადამიანი დაშავდათბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სახანძრო-სამაშველო სამსახური.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.