აფეთქება მუხიანში – დაიღუპა 50 წლამდე მამაკაცი

აფეთქება მუხიანში - დაიღუპა 50 წლამდე მამაკაცითბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა, თუმცა ხანძარს ადგილი არ ჰქონია.

რა გახდა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.