ბათუმში ანბანის კოშკთან 2 პირი დაჭრეს

ბათუმში ანბანის კოშკთან 2 პირი დაჭრესბათუმში გვიან ღამით ერთ-ერთ კლუბში ორი პირი დაჭრეს.

დაჭრილები კლინიკა “მედცენტრში” არიან მოთავსებულები. ორივე პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია.
მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

22 წლის ახალგაზრდას ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი – იდაყვისა და ბარძაყის არეში.

დაჭრილების ოჯახის წევრებმა კამერებთან საუბარი არ ისურვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ახალგაზრდები ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდნენ, დაპირისპირება კი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით გამთენიის 5 საათზე მოხდა.

შსს ინფორმაციით, დამნაშავეები ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ 117-ე მუხლით დაიწყო.